ნიგერიაში საჭმლით მოწამლვას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, სოკოტოს შტატში საკვებით 26-კაციანი ოჯახის 24 წევრი მოიწამლა და გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო NAN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საკვების მომზადებისას ოჯახმა, შემთხვევით, სუფრის მარილის ნაცვლად ქიმიური სასუქი გამოიყენა.

"სამწუხაროდ, მთელი ოჯახი, რომელმაც ეს საკვები მიიღო, გარდაიცვალა. გადარჩა ორი ქალი, რომლებმაც საკვები მხოლოდ გასინჯეს. ამჟამად ისინი მკურნალობას გადიან. გადარჩენის შანსი დიდია", - განაცხადეს ექიმებმა.

მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და ქიმიკატები მოშორებულ ადგილას შეინახონ.