ნიგერიაში შეიარეღებულ პირთა თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-დასალვეთ ნაწილში  შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი Actu Niger ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა თიჯანის რეგიონის გუბერნატორმა, იბრაჰიმ კატიელამ.

მისივე თქმით, ანზურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს (ტილაბერის რაიონი) ბოევიკები ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოსახლეობას უბრძანეს, თავიანთი სოფლები დაეტოვებინათ  და იმუქრებოდნენ, რომ უახლოეს დღეებში განმეორებით თავდასხმას განახორციელებდნენ.