ნიგერიაში სკოლის 73 მოსწავლე გაიტაცეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბავშვები შტატ ზამფარას ერთ-ერთი სკოლიდან გაიტაცეს.

ამ დროისათვის სამძებრო/სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმების თავიდან არიდების მიზნით, ზამფარას შტატში მდებარე სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წელს შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ 1 100-ზე მეტი სკოლის მოსწავლე იქნა გატაცებული.