ნიგერიაში თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეიარაღებულ თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Agence France Press იუწყება.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა სოკოტოს შტატში, სოფელ ტარაზე განხორციელდა.

ინციდენტის შედეგად, დაღუპულთა გარდა, არიან დაშავებულებიც. თავდასხმის შედეგად 9 პირი მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელებმა 100-ზე მეტი საქონელი გაიტაცეს.