ნიგერიელ სერიულ მკვლელს სიკვდილით დასჯიან

ნიგერიელ, პორტ-ჰარკორტის შტატის სერიულ მკვლელს, დევიდ ვესტის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

დევიდ ვესტმა, რომელმაც 9 ქალი ნიგერიის სხვადასხვა სასტუმროში 2019 წელს მოკლა და რამდენიმე ქალის მკვლელობა სცადა, პორტ ჰარკორტის ციხეში იხდიდა სასჯელს. თუმცა მოსამართლემ მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო და მას ჩამოახრჩობენ.

პოლიციამ განაცხადა, რომ მან ასევე აღიარა სხვა ექვსი ქალის მკვლელობა, მაგრამ მკიცებულებების არ არსებობის გამო ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით, დევიდი მკვლელობამდე ქალებზე სექსუალურად ძალადობდა.

გარდა ამისა, სასამართლომ გაათავისუფლა და გაამართლა მეორე ბრალდებული ნიმი, რომელსაც სერიული მკვლელის ერთ-ერთი მსხვერპლის ნეშტის სანაგვე ყუთში ჩაყრაში ადანაშაულებდნენ. სასამართლოში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარემ მათი საქმის დამტკიცება ვერ შეძლო.