ნიგერიელმა მეკობრეებმა თურქული გემი გაიტაცეს და ეკიპაჟის ერთი წევრი მოკლეს

ნიგერიის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს თავს დაესხნენ და ეკიპაჟის ერთი წევრი მოკლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მეკობრეებმა მძევლად აიყვანეს 15 ადამიანი, ხოლო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, აზერბაიჯანელი ინჟინერი მოკლეს.   

სატვირთო გემი ლიბერიის დროშის ქვეშ მიცურავდა, თუმცა იგი თურქული კომპანია Boden-ის საკუთრებაშია.