ნიგერიის პრეზიდენტი ციფრულ ვალუტას უშვებს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიგერიის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი ორშაბათს ციფრულ ვალუტას გამოუშვებს. 

ახალი კრიპტოვალუტა ნიგერიის საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ვალუტა სახელად eNaira, რომლის განვითარებასაც რამდენიმე წელი დასჭირდა, გააადვილებს ფინანსურ ტრანზაქციებს საზოგადოების ყველა ფენისთვის.

ბანკმა აგვისტოში ტექნიკურ პარტნიორად ციფრული ვალუტის შექმნაში პარტნიორად Bitt-ი აირჩია.