ნიგერში ხანძარს 25 მოსწავლე ემსხვერპლა

ნიგერში, ქალაქ მარადის სკოლაში გაჩენილ ხანძარს 25 მოსწავლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

არსებული ცნობებით, 15-მდე მოზარდი დაშავებულია, ხუთი დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა კრიტიკულია.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სკოლის ჩალის სახურავს გაუჩნდა.