ნიგერში თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი ემსხვერპლა

ნიგერში შეიარაღებული პირების თავდასხმას უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი ემსხვერპლა. ისინი საარჩევნო კომისიის ჯგუფს მიჰყვებოდნენ. თავდასხმა ქალაქ სანამთან ახლოს მოხდა.

სამხედრო პოლიციის და ეროვნული გვარდიის წევრებზე იერიში ისლამისტმა ექსტრემისტებმა მიიტანეს. რამდენიმე ლიკვიდირებულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.