ნიგერში წყალდიდობას 35 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.

წყალდიდობამ 2 500 სახლი დააზარალა.

გასულ წელს, იგივე მიზეზით გამოწვეულ წყალდიდობას 73 ადამიანი ემსხვერპლა.