ნიკარაგუასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნიკარაგუას სანაპიროსთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მასაჩაპადან 61 კილომეტრში, 35 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

ცუნამის საფრთხის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.

მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.