ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერი გახდა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა.

დღეს სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა.

არჩევნებში გამარჯვებულ მმართველ პარტიას "სამოქალაქო შეთანხმება" აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. ფაშინიანის პარტიას 71 დეპუტატი წარმოადგენს. რობერტ ქოჩარიანის ნაციონალისტურმა ბლოკმა "სომხეთი" 29 ადგილი მიიღო, ხოლო სერჟ სარქისიანის ბლოკს "მაქვს პატივი" 7 მანდატი აქვს.