ნიკოლ ფაშინიანს აშშ-ის იმედი აქვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დახმარებისთვის მიმართა. ამის შესახებ გამოცემა New York Times წერს.

გამოცემის ცნობით, სომხეთის პრემიერი ტრამპის მრჩეველს, რობერტ ობრაიანს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობით შეშფოთება გამოთქვა და აშშ-ის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.

New York Times წერს, რომ ობრაიანი მას დონალდ ტრამპთან სატელეფონი საუბარს დაპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა, კომუნიკაცია არ შედგა.