ნიკოლას კეიჯი "Netflix-ის"ახალ სერიალში ითამაშებს

ნიკოლას კეიჯი პოპულარული პერსონაჟის "Joe Exotic-ის" როლს ახალ სერიალში შეასრულებს, რომელსაც საზოგადოება "Netflix-ის" დოკუმენტური ფილმებიდან ვეფხვების მეფის სახელით იცნობს.

8 ეპიზოდიანი სერიალს ტეხასის ყოველთვიური ჟურნალის სტატიის "A Dark Journey Into the World of a Man Gone Wild" მიხედვით გადაიღებენ. 

დოკუმენტურ სერიალში მოთხრობილია "ვეფხვების მეფის", Joe Exotic-ის" ისტორია, რომელიც ოკლაჰომაში მდებარე ზოოპარკის მფლობელია. ახალი ფილმის შემქმნელები კი მოგვითხრობენ ოკლაჰომელი ჯოს შესახებ, რომელსაც უჩვეულო წარსული და განსაკუთრებული ცხოვრების ისტორია აქვს. 

ნიკოლას კეიჯის სამსახიობო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება. მას სატელევიზიო სერიალში მონაწილეობა აქამდე არასდროს მიუღია.