ნიკოლას მადურო კორონავირუსზე აიცრა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სელია ფლორესი კორონავირუსზე აცრეს. ამის შესახებ მადურომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

”როგორც ხალხს დავპირდი, პირობა შევასრულე ... ჩემი პირველი დოზა მივიღე, აცრა გავიკეთე”, - დაწერა ვენესუელის პრეზიდენტმა.

ნიკოლას მადუროს ვაქცინაცია რუსული Sputnik V ვაქცინით ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 18 თებერვალს დაიწყო.