ნილ პატრიკ ჰარისი "მატრიცაში“ გამოჩნდება

ამერიკელ მსახიობს, სერიალ How I Met Your Mother-ის ვარსკვლავს, ნილ პატრიკ ჰარისს „მატრიცის“ გაგრძელებაში გადაიღებენ. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. თუმცა რა როლს შეასრულებს ჰარისი, ჯერჯერობით უცნობია. 

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სტუდია Warner-მა ახალ „მატრიცაზე“ დაიწყო მუშაობა. ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ორიგინალური ტრილოგიის თანაავტორი ლანა ვაჩოვსკი იქნება.

ნეოს და ტრინიტის როლებს კვლავ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი შეასრულებენ.