ნიუ-იორკი 1 ივლისს სრულად გაიხსნება

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ქალაქი, რომელიც ერთი წელია პანდემიის ეპიცენტრში იყო, 1 ივლისს სრულად გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ MSNBC ავრცელებს. 

"ჩვენ მზად ვართ გავხსნათ მაღაზიები, გავხსნათ ბიზნესი", - თქვა დე ბლაზიომ

მისივე თქმით, ოფისებსა და თეატრებს საშუალება ექნებათ, სრული დატვირთვით იმუშაონ. ქალაქის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ შეძლებეს ქალაქში ცხოვრების იმ დონემდე დაბრუნებას, რაც პანდემიამდე იყო.

"ნიუ-იორკში ზაფხული იქნება. ნახავთ საოცარ მოვლენებს, კულტურული ცხოვრების აღდგენას. მე ვფიქრობ, რომ ხალხი ნიუ-იორკში ჩამოვა, რადგან მათ სურთ, კვლავ იცხოვრონ ისე, როგორც პანდემიამდე", - განაცხადა მერმა.

დე ბლაზიო მიიჩნევს, რომ ახალი შტამების გაჩენი რეალურ საფრთხეს ქმნის, მაგრამ, მისი აზრით, ვაქცინებს შეუძლია,  შეაჩეროს ისინი, ვინაიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან დიდი რაოდენობით ჩატარდა.