ნიუ-იორკის აეროპორტებში, ქარბუქის მოლოდინში, რეისები გადაიდო

ნიუ-იორკში თოვლსა და ქარბუქს ელოდებიან. უამინდობასთან დაკავშირებით აეროპორტებში რეისები გადაიდო.

ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში 154 რეისი გაუქმდა, რაც დღეისთვის დაგეგმილი ფრენების 72%-ს შეადგენს. ლა-გუარდიას აეროპორტში 106 რეისი - ფრენების 89% გაუქმდა. ლიბერთის საერთაშორისო აეროპორტმა 162 რეისი - ფრენების 72% შეაჩერა.

აშშ-ში უამინდობამ ყველაზე მეტად აღმოსავლეთ სანაპიროს საჰაერო მიმოსვლას შეუშალა ხელი.