ნიუ-იორკის მეტროში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

2017 წლის ნიუ-იორკის მეტროში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორს, აქაიედ ულას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით განხორციელდა.

"ეს იყო განზრახ, გულდასმით დაგეგმილი თავდასხმა. ბრალდებული მზად იყო, ამ საქმისთვის თავისი და გარშემომყოფთა სიცოცხლე შეეწირა", - განაცხადა პროკურორის თანაშემწემ.

სასამართლოზე ულამ განაცხადა, რომ იგი ”ღრმად ნანობს” ჩადენილს და ბოდიშს უხდის ნიუ-იორკს, სამართალდამცავ ორგანოებსა და მთელ ამერიკას.

2017 წლის 11 დეკემბერს ულამ მანჰეტენის მეტროსთან აფეთქება მოაწყო. ინციდენტის შედეგად თავად ეჭვმიტანილი და კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა.