ნიუ-იორკის როკფელერ-ცენტრში ნაძვის ხეზე ცოცხალი ბუ იპოვეს - PHOTO

ნიუ-იორკის როკფელერ-ცენტრში ნაძვის ხეზე ჩამოკიდებული მინიატურული ბუ - ბუკიოტი აღმოაჩინეს. ფრინველი ნიუ-იორკში ქალაქ ონეონტადან წამოღებულ ნაძვის ხეზე იპოვეს. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

პაწაწინა ბუ ძალიან შეშინებული და გაოგნებული იყო. ის მთელი ძალით ებღაუჭებოდა ტოტებს და მათში დამალვას ცდილობდა. ადგილზე გარემოს დამცველები გამოიძახეს, რომელთაც ფრინველი ველური ბუნების ბინადართა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ფრინველს როკფელერი დაარქვეს. გარემოს დამცველები ჰყვებიან, რომ მისი თავგადასავალი ფილმის სიუჟეტს ჰგავს. მინიატურულმა ბუმ ნიუ-იორკამდე 3 დღე იმგზავრა. ამ ხნის განმავლობაში ის მშიერი იყო. თავშესაფარში მას მოუარეს, მისთვის საყვარელი თაგვები მიართვეს და წყალ დაალევინეს. როკფელერი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. როგორც კი ბოლომდე გამოჯანმრთელდება, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიისა და საყოველთაო დაძაბულობის ფონზე ნიუ-იორკის საახალწლო ნაძვის ხეზე პაწაწინა ბუს აღმოჩენა კარგის ნიშანია . ისინი იმედოვნებენ, რომ როკფელერის გამოჩენა ნიუ-იორკში კარგ 2021 წელს მოასწავებს.