ნიუ-იორკის შტატს ქალი გუბერნატორი ეყოლება

 ნიუ-იორკის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი 62 წლის კეიტი ჰოქული გახდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

საჯაროდ  ჰოქული ფიცს დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დადებს.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის მდივნად  კარენ კეოგი, მრჩევლად კი ელიზაბეთ ფაინი დანიშნნენ. შესაბამისად, ნიუ-იორკის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების სამივე წამყვან თანამდებობას ქალები დაიკავებენ.

2015 წლიდან ჰოქული გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ადმინისტრაციაში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.