ნიუ-იორკს გიგანტური თეთრი ზვიგენები მიუახლოვდნენ

სულ ცოტა სამი გიგანტური თეთრი ზვიგენი შენიშნეს ნიუ-იორკთან ახლოს ოკეანის სანაპირო წყლებში. ამის შესახებ თავდაპირველად ქალაქის მაცხოვრებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, მოგვიანებით კი ცნობა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ზვიგენების სიგრძე 5-6 მეტრს აღწევს.

ვარაუდობენ, რომ ზვიგენები ნიუ-ჯერსის წყლებში კანადის ცივ ნაკადებს შემოყვნენ.