ნიუ-იორკში აქციის მონაწილე პოლიციელის დახრჩობას შეეცადა - VIDEO

ნიუ-იორკში, ბრონქსის ოლქში აქციის ერთ-ერთი მონაწილე სამართალდამცავის დახრჩობას შეეცადა. 

ბრონქსის ოლქში პოლიცია მომიტინგეების დაშლის მიზნით მივიდა. ერთ-ერთი დემონსტრანტის დაკავებისას სამართალდამცავს მომიტინგე თავს დაესხა და მისი მოგუდვა სცადა. Daily Mail-ის ცნობით, სხვა დემონსტრანტები მას ამხნევებდნენ და აქეზებდნენ.

დამნაშავე ცნობილი კრიმინალი და ქალაქის ერთ–ერთი ბანდის წევრია. იგი 11-ჯერ არის დაკავებული ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შენახვისა და თავდასხმების ბრალდებით. პოლიციამ მამაკაცი მალევე გაათავისუფლა.

ნიუ-იორკის პოლიცია ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული აქციების გამო, პოლიციას მომგუდველი მანევრის გამოყენება აეკრძალა. პოლიციელების განცხადებით, აკრძალვის შემდეგ პოლიციის მიმართ თავდასხმები მკვეთრად გახშირდა.