ნიუ-იორკში ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ბრონქსის უბანში მდებარე 19-სართულიან კორპუსში მოხდა. ხანძრის შედეგად სულ მცირე 63 ადამიანი დაშავდა, 32 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მივიდა.