ნიუ-იორკში თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, ამ ეტაპზე უკვე აცრილია შტატის მოსახლეობის 70%-ზე მეტი.

ძალაში მხოლოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტივების საფუძველზე მიღებული ზომები დარჩება, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ჯანდაცვის სისტემას ეხება.