NOKIA მთვარეზე 4G ინტერნეტს განათავსებს

NASA კომპანია NOKIA-სთან თანამშრომლობით მთვარეზე 4G ქსელის ინტერნეტს გაუშვებს. ამის შესახებ CNN წერს.

მთვარის ბაზაზე 4G ქსელის ინტერნეტს კოსმოსში მყოფი ტექნიკის სამართავად, მაღალი ხარისხის ვიდეო სტრიმინგისთვის, ასტრონავტებს შორის კომუნიკაციისთვისა და ინფორმაციის გასაცვლელად გამოიყენებენ.

Nokia-ს პროექტის განსახორციელებლად 14.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გრანტი მიენიჭა. 

2028 წლისთვის NASA მთვარეზე სრულმასშტაბიანი ბაზის აშენებას გეგმავს, რომელზეც ასტრონავტები მინიმუმ 15 წელს გაატარებენ და მთვარეს ახლიდან შეისწავლიან.