ნორვეგიაში კაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე ადამიანი მოკლა

ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მამაკაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე ადამიანი მოკლა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, არიან დაჭრილებიც.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი უკვე დააკავეს. 

თავდასხმის მოტივი და მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.