ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში შრომის პარტიამ გაიმარჯვა. ახალი მთავრობის ფორმირებას სწორედ ის მოახდენს. ამით კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის, ერნა სოლსბერგის 8 წლიანი მმართველობა სრულდება. ინფორმაციას dpa ავრცელებს.

სოლბერგმა დამარცხება უკვე აღიარა.

ნორვეგიის პარლამენტში 169 ადგილია. წინასწარი ინფორმაციით, მემარცხენე ცენტრისტული ალიანსი 89 მანდატს იღებს. უმრავლესობის ფორმირებისთვის 85 მანდატია საჭირო.