ნორვეგიის ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზები ახალი შეთანხმებით განთავსდება

ნორვეგიამ და აშშ-მა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ნორვეგიის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსებას გულისხმობს.ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სამხედრო ობიექტები სამ აეროდრომსა და ერთ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დისლოცირდება. მათ დამოუკიდებელი ამერიკული ბაზების სახე არ ექნება. ნორვეგიამ ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის, ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადადგა.

ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ, რომ შეთანხმება ნორვეგიის ტერიტორიაზე ამერიკული ძალების ყოფნას, სწავლებებსა და წვრთნების ჩატარებას გაამარტივებს. დოკუმენტის ძალაში შესვლამდე მისი პარლამენტში რატიფიცირება მოხდება.

1949 წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისას ნორვეგიამ გააცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების არსებობას არ დაუშვებს. ოფიციალური ოსლოს ინფორმაციით ქვეყნის ეს პოლიტიკა უცვლელი რჩება. 

U.S. marines from Fox Company