ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი გარდაიცვალა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი და სენატის ყოფილი სპიკერის დარიგა ნაზარბაევის შვილი, აისულთან ნაზარბაევი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აისულთან ნაზარბაევი ლონდონში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა წინასწარი მონაცემებით გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია.