ნურსულთანში სავაჭრო ცენტრი იწვის

ნურსულთანში, ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ხანძარია, რომლის ჩაქრობას 70 მეხანძრე და 19 ერთეული ტექნიკა ცდილობს. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულები არ არიან.

ადგილზე ოპერატიული შტაბი მოქმედებს.