ობამამ ტრამპის ადმინისტრაცია ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით გააკრიტიკა

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ტრამპის ადმნისტრაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამჯერად ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა სტუდენტებისათვის გამოსაშვები საღამოს მისალოც ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ობამას განცხადებით, ხელისუფლების დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ არაპროპორციულია. 

”მოდით ვიყოთ გულწრფელნი, ამგვარი დაავადება მხოლოდ ყურადღებას ამახვილებს იმ უთანასწორობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და რომელთან გამკლავებას შავკანიან მოსახლეობას უწევს" , - განაცხადა ობამამ.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, ეპიდემიამ ყველაზე უკეთ მოახერხა ეჩვენებინა, რომ იმ ხალხს, ვინც ქვეყანას მართავს, სინამდვილეში არც კი იცის, რას აკეთებს. 

"ბევრი მათგანი თავსაც კი არ აჩვენებს, თითქოს მართლაც მმართველია“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.