ობის სოკოები კორონავიურსს კლავს

მეცნიერებმა ობში კორონავირუსის მკვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ობის Aspergillus-ის კლასის სოკოები SARS-CoV-2-ის გამრავლებასა და ფუნქციონირებას აჩერებს და ადამიანის ორგანიზმში ვირუსის გავრცელების ბლოკირება შეუძლია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ობისგან შესაძლებელია უნიკალური პრეპარატი შეიქმნას, რომელიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ეფექტურად იმუშავებს და უკვე არსებულ პრეპარატებთან შედარებით ნაკლებ ტოქსიკური იქნება.

მეცნიერების თქმით ეს ჰიპოთეზას ჯერ კიდევ შემოწმებას მოითხოვს. ექსპერიმენტს ყველა ტიპის ობის სოკოებზე დაახლებით 2 წელი დასჭირდება.