ოდესის კოლეჯში ხანძარი მძვინვარებს, გამოცხადდა ევაკუაცია - PHOTO

უკრაინაში, ოდესაში კოლეჯის შენობა იწვის. ცეცხლი 2 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. 40 ადამიანი ევაკუირებულია. 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორია სამართალდამცავებმა გადაკეტეს. შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. შემთხვევის ადგილზე ოდესის მერი იმყოფება.