ოფიციალური შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების ოფიციალური შედგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ "ეროვნული თანხმობა" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 54%-ზე მეტი მიიღო.

სომხეთის ექსპრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიაინის ბლოკს "სომხეთი" 21.9% ერგო. მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, არტურ ვანეციანის ბლოკმა "მაქვს პატივი" კი ამომრჩეველთა 5.22 %-ის ხმები მოიპოვა. 

არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა პარტიებმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახეს. სომხეთის ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს.