თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს ოქტომბერში ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შესაძლოა, მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ოქტომბერში ეწვიოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დიახ, თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი, შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.