ოქტომბერში სამუშაო ადგილების რაოდენობა აშშ-ს კერძო სექტორში 125 ათასით გაიზარდა

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამუშაო ადგილების რაოდენობა აშშ-ს კერძო სექტორში 125 ათასით გაიზარდა. მონაცემებს ანალიტიკური კომპანია Automatic Data Processing (ADP) ავრცელებს. 

მცირე ბიზნესის სფეროში სექტემბერში სამუშაო ადგილების რაოდენობის მატებამ 17 ათასი შეადგინა. საშუალო კომპანიებმა, რომელთა შტატში 50-499 ადამიანია აყვანილი, საშტატო ერთეული 64 ათასი ადგილით გაზარდეს, მსხვილმა კომპანიებმა კი 44 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს.

ამავდროულად კერძო სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულთა რიცხვი ოქტომბერში 4 ათასით შემცირდა. ანალოგიური მდგომარეობა წარმოების სექტორში დაფიქსირდა.