ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

საარჩევნო უბნები დილიდან გახსნილია. საარჩევნო უბნებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

საარჩევნო უბნებზე მოსახლეობას სოციალური დისტანციის შენარჩუნებისა და პირბადეების ტარებისაკენ მოუწოდებენ.

საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღებულია პუნქტი "ყველას წინააღმდეგ", რომელიც ყველა კანდიდატზე უარის თქმას ითვალისწინებს.