ოკუპირებულ აფხაზეთში სამი პირი COVID-19-ით მეორედ დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სამი ადამიანი ახალი ტიპის კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირდა.  ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. 

კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ აფხაზეთში 610 შეადგინა, გამოჯანმრთელებულია 165 პაციენტი, ხოლო დაავადებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.