ომანის სულთანმა 336 უცხოელი პატიმარი შეიწყალა

ომანის სულთანმა 599 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 336 უცხოელია. ამის შესახებ სულთან ბინ თარიქ ჰაითამ ალ-საიდმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. უკავშირდება თუ არა შეწყალება კორონავირუსს, სულთანს არ დაუკონკრეტებია.

ომანში კორონავირუსის გავრცელების 419 შემთხვევაა დადასტურებული. 48 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, საავადმყოფოში მკურნალობს 345 და გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი.