ომანსა და ირანში უამინდობამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა

ომანსა და ირანში ციკლონ "შაჰინს", სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ომანის სანაპირო ზოლში ქუჩები დაიტბორა. გამოცხადდა ევაკუაცია. ამ დრომდე რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ომანის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ციკლონის სიჩქარე საათში 120-დან 150 კილომეტრამდე მერყეობს.

ციკლონის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთშიც. სპარსეთის ყურის ქვეყნები სამთავრობო და კერძო სექტორის თანამშრომლებს სახლში დარჩენისა და დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებენ.