ომბუდსმენი: აზერბაიჯანელ ტყვეებთან მიმართებაში ჟენევის კონვენციების პრინციპები დაცული არ არის

ამჟამად სომხეთში მყოფ აზერბაიჯანელ ტყვეებთან მიმართებაში ჟენევის კონვენციების პრინციპები დაცული არ არის, - ამის შესახებ თურქეთში გამართულ ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსვლისას აზერბაიჯანის ომბუდსმენმა, საბინა ალიევამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით მოლაპარაკებები გრძელდება.

საბინა ალიევამ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ტყვეებს ჰუმანურად ექცევიან.