ომიკრონს არ შეიძლება "მსუბუქი“ შტამი ეწოდოს - გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ომიკრონ შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Euronews წერს.

მისი თქმით ინფიცირების ახალი შემთხვევების "ცუნამის" ფონზე, მიუღებელია ამ შტამს "მსუბუქი" ვუწოდოთ.

”გასულ კვირას, COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა”, - განუცხადა გებრეიესუსმა ჟურნალისტებს.

ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი ნაკლებად მძიმეა დელტასთან შედარებით, ეს არ ნიშნავს, რომ ის "მსუბუქ" ვარიანტს წარმოადგენს. 

”ისევე, როგორც წინა ვარიანტები, ომიკრონი ხალხს კლავს და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს ზრდის ”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.