აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა G7-ში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც "დიდ შვიდეულში" რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა.

დოკუმენტს 339 წევრმა დაუჭირა მხარი, 71 წინააღმდეგი იყო.

"რუსეთი G7-ში არ უნდა დაბრუნდეს, სანამ მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებს არ დაიცავს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

მანამდე რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.