Once Upon a Time In Hollywood-ში სცენები ჩაასწორეს

ნიუ-იორკში კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში" თეატრებში 10 წუთიანი, დამატებული სცენით დაბრუნდა.

Sony Pictures -ის განცხადებით ფილმის გრძელი ვერსია ა.შ.შ-სა და კანადაში, 1000-ზე მეტ კინოთეატრში პარასკევიდან გამოვა და საერთო ჯამში ფილმის ხანგრძლივობა 3 საათს მიაღწევს. 

„ერთხელ ჰოლივუდში" 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმია. მისი ბიუჯეტი 90 მილიონია, ხოლო მოგებამ, მსოფლიოს მასშტაბით 366.8 მილიონ ა.შ.შ დოლარს გადააჭარბა.