OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, ასევე ცნობილმა, როგორც "OPEC +", ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაადგინა, რომ ნავთობის მოპოვება 10% -დან 15% -მდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, აღნიშნული შემცირება საკმარისი არ არის, ვინაიდან ნავთობზე მოთხოვნა ბოლო პერიოდის განმავლობაში 30%-მდე შემცირდა.

სააგენტოს ცნობით, ნავთობის დღიური მოპოვება მაისისა და ივნისის თვეში 10 მილიონ ბარელამდე შემცირდება. ირანის ნავთობის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ, დღიური კვოტა 8 მილიონ ბარელამდე შემცირდება, ხოლო 2021 წილის აპრილის ბოლომდე -  6 მილიონ ბარელამდე. 

აღსანიშნავია, რომ 6 მარტს გამართულ "ოპეკ"-ის შეხვედრაზე წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. შედეგად, 1 აპრილიდან ალიანსის წევრი ქვეყნებისათვის ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამასთან, ეპიდემიის გავრცელების გამო, ნავთობრუდუქტებზე შემცირებულია მოთხოვნა. შედეგად, აღნიშნულმა გარემოებებმა ნავთობის ბაზარზე ფასების ვარდნა გამოიწვია.