ორი აქლემი ავტომობილის სალონში შეძრომას ცდილობდა - VIDEO

გაერთიანებული არაბული საამიროების ტელეწამყვანს, აჰმად სალაემს მოულოდნელად ორი აქლემის მოგერიება მოუწია.

წამყვანი მანქანაში ვიდეოს იღებდა. ამ დროს ავტომობილის ჩამოწეული ფანჯრიდან აქლემმა თავი შემოყო და სალაემისგან პურის წართმევა სცადა, რომელიც მას ხელში ეჭირა.

შემდეგ მამაკაცმა მეორე ნაჭერი აიღო, რამაც ამჯერად მეორე აქლემის ინტერესი გამოიწვია.