ორი ამერიკელი სამხედრო მოკლეს ავღანეთში

ორი ამერიკელი სამხედრო მოკლეს და ექვსი დაჭრეს თავდასხმისას ავღანეთში. მათ ადგილობრივი ჯარის უნიფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა გაუხსნა ცეცხლი. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. ამ დრომდე დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. 

როგორც ცნობილია, ნანგარჰარის ნაწილს "თალიბანი" აკონტროლებს. მიმდინარე პერიოდში ამერიკელ დიპლომატებსა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის დანაყოფებს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ, თუმცა, სანაცვლოდ, უსაფრთხოების გარანტიები მიეღოთ. 

ამ დროისათვის ავღანეთში 13 000-მდე სამხედრო იმყოფება, რომელიც აშშ-სა და NATO-ს წარმოადგენენ.