ორი დაღუპული და რამდენიმე ათეული ევაკუირებული- წყალდიდობა საფრანგეთში

საფრანგეთში, სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობაა, ძლიერი წვიმის შედეგად,მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა.  ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ორი და ევაკუირებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. სტიქია, ამ დრომდე, მძვინვარებს. 

ადგილობრივი მეტეოროგიული სამსახურის ინფორმაციით,  წყლის დონე დღის ბოლოს დაიკლებს.