ორი ქვეყანა ერაყიდან ჯარების გასაყვანად ემზადება

უსაფრთხოების მიზნით, გერმანია ჯარების ნაწილს ერაყიდან იორდანიასა და ქუვეითში გადაიყვანს. ჯარისკაცები, შესაძლოა, სლოვაკეთმაც გაიწვიოს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ევროპარლამენტის დეპუტატებს ამის შესახებ გუშინ ღამე აცნობა. ამჟამად ერაყში NATO-ს კონტინგენტის ფარგლებში 120 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება.

სამხედროების გასაყვანად სლოვაკეთიც ემზადება. ქვეყნის 7 სამხედრო მოსამსახურე NATO-ს საწვრთნელ მისიაში მონაწილეობდა.შესაბამისი მოთხოვნა ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა, ანდრეი დანკომ განაცხადა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ პელეგრინიმ კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.